top of page
061222-race-science-tease-01_t6dqqs.gif

გენმოდიფიცირებული ორგანიზმები
აქტუალური საკითხები

მითი I: გენმოდიფიცირებული საკვები ცვლის ადამიანის გენომს

საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვების მიღება შეცვლის მათ გენში ჩაწერილ ინფორმაციას.

ჩვენ მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვის შედეგებიც ამ აზრისკენ იხრება, მაგრამ ეს ასე არ არის. ამას გვიდასტურებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები რევაზ სოლომონია და ნელი დათუკიშვილი. ისინი მრავალი წელია სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან. ქალბატონ ნელის უშუალოდ აქვს შეხება გმო ტექნოლოგიის სწავლებასთან.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გვერდზე (WHO) ვკითხულობთ, რომ "გენმოდიფიცირებულმა საკვებმა, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია საერთაშორისო ბაზარზე, გაიარა უსაფრთხოების შეფასებები და არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის."

400253257_800449375218013_5700615090301624556_n.jpg
"გენმოდიფიცირებული საკვები თავისი დნმ–ის პირდაპირი მოქმედებით ვერ შეცვლის გენომს"

რევაზ სოლომონია, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მოლეკულური ბიოლოგია

ისტორია

ადამიანი ექსპერიმენტების მოყვარული არსებაა. უძველესი დროიდან მოყოლებული იგი მუდმივად ცდილობდა შეექმნა უკვე არსებულის გაუმჯობესებული ან განსხვავებული ვარიანტი.
სოფლის მეურნეობასა და კვების ინდუსტრიაზე მისი ეს სწრაფვა გამოიხატა ახალი ჯიშების შექმნაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ იგი ატარებდა სელექციას, ანუ გადარჩევას და ერთმანეთს აჯვარებდა სასურველი ნიშან–თვისების მქონე ინდივიდებს. სწორედ ამ მომენტიდან ეყრება საფუძველი გენურ ინჟინერიას.
პირველი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი 1973 წელს შეიქმნა, მეცნიერების ჰერბერტ ბოიერისა (Herbert Boyer) და სტენლი კოჰენის ( Stanley Cohen) მიერ. მათ ერთი ბაქტერიის გენეტიკური მასალა (დნმ) გადაიტანეს მეორე ბაქტერიაში. გენური ინჟინერიის ამ მიღწევას მალევე მოჰყვა ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიცაა ადამიანის ინსულინის წარმოება. ადამიანის ინსულინი პირველი გენმოდიფიცირებული სამომხმარებლო პროდუქტი იყო, რომელიც 1982 წელს FDA-მ დაამტკიცა. მას შემდეგ არაერთი მნიშვნელოვანი გენმოდიფიცირებული კულტურა შემუშავდა მავნებლების საწინაღმდეგოდ, პრეპარატების სახით და საკვების გასაუმჯობესებლად. 

გენმოდიფიკაციის მნიშვნელობა

 

მრავალჯერადად განხორციელებული სელექციური შეჯვარება ვერ უზრუნველყოფს ისეთი სწრაფი ცვლილებების მიღებას, როგორც გენეტიკური მასალის ამოღება ან ჩართვა ცოცხალ ორგანიზმებში.

თეორიულად, ამგვარი ქმედებების პოტენციალი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მცენარეებისა და ცხოველებისათვის არასასურველი მახასიათებლების მოცილება და სასურველი ნიშან-თვისებების დამატებაა.

ფაქტობრივად, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება ფართოდ დამკვიდრდა სოფლის მეურნეობაში, მედიცინაში და სხვა სფეროში.

ორგანიზმებს, რომლებიც შექმნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზმებს შორის გენეტიკური მასალის ტრანსპლანტაციის გზით, ტრანსგენური ორგანიზმები ეწოდება.

მაგალითად, ბაქტერიული გენები გადატანილია მცენარეებში, კერძოდ, სიმინდში და ბამბაში იმისათვის, რომ გახადონ ეს მცენარეები უფრო ნაკლებად მგრძნობიარე მავნებელი მწერების მიმართ.

ადამიანის ზრდის ჰორმონი წარმატებულად ჩაინერგა თაგვსა და სხვა ცხოველებში. ეს ცხოველები იზრდებოდნენ და ზომით ორჯერ და უფრო მეტად აღემატებოდნენ ნორმალურ ცხოველებს.

ადამიანის გენები ტრანსპლანტირებულია ღორში იმ ქსოვილების წარმოების მიზნით, რომლის გადანერგვაც იგეგმება ადამიანის სხეულში.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტექნოლოგიები ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ სტადიაზეა, გენური ინჟინერიის გამოყენების შესაძლებელობები პრაქტიკულად უსაზღვროა.

ტრანსგენური ორგანიზმების პირველი პრაქტიკული გამოყენება განხორციელდა ბაქტერიების გამოყენებით.

ბაქტერიები წარმოადგენენ ერთუჯრედიან ორგანიზმებს წრიული დნმ ჩანართებით, რომელთაც პლაზმიდები ეწოდება. სწორედ პლაზმიდებში ხდება დნმ-ის ჩართვა სხვა ორგანიზმიდან სპეციფიკური ფერმენტების, რესტრიქციული ენდონულკლეაზების მეშვეობით.

როდესაც დნმ რეპლიცირდება, ახალი ბაქტერია, რომელიც შეიცავს რეკომბინანტულ დნმ-ს, ფლობს სასურველ ნიშან-თვისებას. სასურველი გენეტიკური მასალის მცენარეულ უჯრედში გადატანა ხორციელდება რამდენიმე ტიპის სატრანსპორტო მექანიზმით.

მატარებელი, რომელსაც გადააქვს გენეტიკური მასალა მცენარეულ უჯრედში, ცნობილია ვექტორის სახელწოდებით. ვექტორის შესაქმნელად სამიზნე დნმ კომბინირდება სხვა წყაროდან მიღებულ დნმ–ს მოლეკულასთან.

სხვადასხვა წყაროდან კომბინირებულ დნმ მოლეკულას რეკომბინანტული დნმ ეწოდება. ამგვარად, მიღებული პლაზმიდი რეკომბინანტულია, ის "უცხო" გენს შეიცავს და შეიძლება გადატანილ იქნეს მასპინძელ უჯრედში.

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი?

Price-Look Up (PLU)

მითი II: PLU სტიკერებით გმო პროდუქტის იდენტიფიცირება შესაძლებელია

საზოგადოებაში გავრცელებულია გმო საკვები პროდუქტის იდენტიფიცირების არასანდო მეთოდი, კერძოდ, ადამიანები მარკეტებში ვიზიტისას ამოწმებენ PLU კოდებს. ამ კოდების ციფრთა რაოდენობით და საწყისი ციფრით თითქოს აიდენტიფიცირებენ გმო საკვებს, რაც არ შეესაბამება არცერთ ოფიციალურ განცხადებას.

PLU კოდი რეალურად წარმოადგენს ციფრთა კომბინაციას, რომელიც მინიჭებული აქვს კონკრეტულ პროდუქტს ან ინვენტარს, რათი მათი კონტროლი უფრო მარტივად და სწრაფად მოხდეს. 1990 წლიდან სუპერმარკეტები იყენებდნენ ამ კოდებს სხვადსხვა პროდუქციისთვის. PLU კოდები ინდუსტრიის სტანდარტია, რომლის გამოყენებაც არ არის კანონით სავალდებულო, ვინაიდან იგი შექმნილია პროდუქციის მარტივად აღსაწერად.

2018 წელს გაკეთებულ განცხადებაში სტანდარტების მწარმოებელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ – International Federation for Produce Standards (IFPS) ამბობს: "მიუხედავად იმისა, რომ „8“ პრეფიქსი (83000-84999) ოდესღაც კუთვნილება იყო გმო პროდუქტებისთვის, პრეფიქსი არასოდეს ყოფილა გამოყენებული საცალო ვაჭრობაში". 

სარწმუნო გზა, რომლითაც შეგვიძლია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების განსხვავება არამოდიფიცირებულისგან არის United States Department of Agriculture (USDA)–ის მიერ დამტკიცებული ლოგო, რომელზეც გარკვევითაა მითითებული, რომ კონკრეტული პროდუქტი გენმოდიფიცირებულია.

საქართველოს კანონმდებლობა

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი

Law

გენმოდიფიცირებული პროდუქტი

Law

ეტიკეტირება

1

მუხლი 4.
 

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი – ისეთი ორგანიზმია, რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რომლებიც არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;

Anchor 2

2

მუხლი 4.

გენმოდიფიცირებული პროდუქტი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიიღება  რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი და რომელიც განკუთვნილია საკვებად;

Anchor 1

3

მუხლი 4.

ეტიკეტირება – საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან და გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციის შეფუთვაზე განთავსება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე  განთავსება, იმპორტი და ეტიკეტირების წესები

თავი II
მუხლი 7

მასალა მომზადებულია "მითების დეტექტორის ლაბორატორიის" პროექტის ფარგლებში

თამარ მაისურაძე

bottom of page